იტალიაში კოალიციური მთავრობის კრიზისი იზრდება

იტალიაში კოალიციური მთავრობის კრიზისი იზრდება

1252348
იტალიაში კოალიციური მთავრობის კრიზისი იზრდება

იტალიაში, კოალიციური მთავრობის კრიზისი თანდათან ღრმავდება. სენატში, სწრაფი მატარებლის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა მოხდა რის გამოც,  საგანგებო სხდომის გამართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარლამენტის არდადეგებიდან დაბრუნება იტალიის შინაგან საქმეთა  მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პარტია „ლიგა“ მმართველი კოალიციიდან გასვლას აპირებს, რომელიც პარტია „ლიგა“-სა  და „ხუთ ვარსკვლავის მოძრაობა“-ს  შორის იყო შექმნილი. მეორეს მხრივ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე 20 აგვისტოს გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს. ამასთანავე, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ საპარლამენტო კრიზისის გამო შეშფოთება გამოხატა, რადგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ კანონის დროულად მიღება ვერ მოესწროს.



მსგავსი ინფორმაციები