თავდასხმა ოსლოს მეჩეთზე

დაჭრილია 1 კაცი

1251405
თავდასხმა ოსლოს მეჩეთზე

 

ნორვეგიის პოლიციის ოფიციალური Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ოსლოს მახლობლად მდებარე ქალაქ ბაერუმის "ელ-ნურის ისლამური ცენტრის" სახელობის მეჩეთში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 კაცი დაიჭრა. ამავე ინფორმაციით, პოლიციამ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით 1 ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილობრივ გაზეთ "ბუდსტიკა"-მ, მეჩეთის გამგეობის წევრის, ირფან მუშტაკის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს მუზარადი და უნიფორმა ცმევია



მსგავსი ინფორმაციები