ინდოეთი მუსონურ წვიმებს ებრძვის

დაიღუპა 66 ადამიანი

1251265
ინდოეთი მუსონურ წვიმებს ებრძვის

 

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთის კერალასა და კარნატაკას შტატებში, ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულ  წყალდიდობას და მეწყერს მთლიანობაში  66 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის გაზეთ Press Trust of India'nın (PTI) თანახმად, კერალაში სახელმწიფო მოხელეებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს, 42 ადამიანი დაიღუპა კოჟიკოდში, მალაპურამში და ვაიანადში წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ჩაის პლანტაციაში წარმოქმნილი მეწყერის ქვეშ დარჩენილი 7 კაცის გადარჩენა შესძლეს, ხოლო 15 კი დაკარგულად არის გამოცხადებული და მათი ძებნის სამუშაოები გრძელდება. კარნატაკას პრემიერ-მინისტრმა ბოონაკერე სიდდალინგაპმა განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად მათ პროვინციაში სულ 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  235,000 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიებზე  იქნა ევაკუირებული



მსგავსი ინფორმაციები