ჰოლანდიაში ბურკის ტარების აკრძალვა გააპროტესტეს

ჰოლანდიაში ბურკის ტარების აკრძალვა გააპროტესტეს

1250983
ჰოლანდიაში ბურკის ტარების აკრძალვა გააპროტესტეს
hollanda, burka yasagi protesto1.jpg

ჰოლანდიაში, 1 აგვისტოდან ძალაში შესული ბურკის აკრძალვა გააპროტესტეს. ქალაქ ჰააგაში ბურკიანი ქალების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გამართულ აქციას, თვით არამუსლიმი ჰოლანდიელებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული აკრძალვა, გასართობი პროგრამებისთვის ბურკის გამოყენებას არ მოიცავს რა, ეს პირდაპირ მუსლიმების დისკრიმინაციაზეა მიმართული. ნიდერლანდების კულტურათაშორისი ადამიანის უფლებების ცენტრის დირექტორმა  პროფესორმა,  ტომ ზვარტმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამიანის უფლებების კომისია ბურკას არ კრძალავს, ჰოლანდიის მთავრობის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სამარცხვინოა. „მუსლიმი და არამუსლიმი პირებისგან ჩამოყალიბებულმა ორგანიზაციებმა კანონი ერთად უნდა განიხილონ. მათ ასევე უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო საზოგადოებებთან და საზოგადო კანონები ერთად უნდა მიიღონ,“ განაცხადა ზვარტმა. საკითხს ამსტერდამის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სპეციალისტებიც გამეხმაურნენ და  აღნიშნეს, რომ ეს აკრძალვა სამომავლოდ სხვა აკრძალვებსაც მოიტანს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუსლიმური სამოსის ბურკის ტარება აიკრძალა. კანონი 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, ქალებს ჯერ ნიქაბის მოხსნა დაევალებათ და  თუ პოლიციას არ დაემორჩილებიან,  ჯარიმის სახით  150 ევროს  გადახდა მოუწევთ.



მსგავსი ინფორმაციები