ავღანეთში სისხლისღვრა არ წყდება
ორ თავდასხმას კიდევ 42 კაცი ემსხვერპლა
1249113
42 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის ორ სხვადასხვა ქალაქში ბომბიანი თავდასხმისა და შეტაკებების შედეგად.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქ ქაბულში, ველოსიპედზე დამაგრებული ასაფეთქებელი, ადგილობრივი დროით 16.00 საათზე, ამ სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის გავლის დროს აფეთქდა და შედეგად 2 კაცი დაიღუპა, 7 დაშავდა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია. ამავე ცნობით, 40 ადამიანი კი ირანის მოსაზღვრე ავღანეთის ქალაქ ჰერათში დაიღუპა, სადაც მიწის საკითხის გამო შეიარაღებული შეტაკება მოხდა თალიბანებისგან განცალკევებულ დაჯგუფებასა და თალიბების მხარდამჭერებს შორის