გაერომ ჯამუ და ქაშმირის სპეციალური სტატუსის გაუქმების შემდეგ მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა

გაერომ ჯამუ და ქაშმირის სპეციალური სტატუსის გაუქმების შემდეგ მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა

1248486
გაერომ ჯამუ და ქაშმირის სპეციალური სტატუსის გაუქმების შემდეგ მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა

გაერომ, ინდოეთის მიერ ჯამუ და ქაშმირისათვის სპეციალური სტატუსის გაუქმების შემდეგ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესდივანმა სტეფან დუჟარიკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინდოეთის ქაშმირის გადაწყვეტილების შემდეგ გაზრდილ სამხედრო საქმიანობას და დაძაბულობას თვალყურს ადევნებენ.

დუჟარიკის თქმით, რეგიონში დაძაბულობის გამწვავება შემაშფოთებელია და ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ინდოეთმა კონსტიტუციის მუხლი გააუქმა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ჯამუ და ქაშმირს პრივილეგიას ანიჭებდა, რითაც რეგიონის სპეციალური სტატუსი გააუქმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯამუ და ქაშმირი , #ინდოეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები