ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას აპირებს!?
“ჩვენ დავიწყეთ ავღანეთში და სირიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირება“
ამერიკული ტელეარხ NBC-ის განცხადებით, მათთან საუბრისას ხუთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამხელა, თქვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, სავარაუდოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა ხსენებულ თარიღამდე ამას ვერ მოასწრებენ. თვით ტრამპის განცხადებით კი, მათ დაიწყეს ავღანეთში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირება. "ჩვენ ავღანეთში გრძელი გზა გავიარეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს თალიბებთან და აქაც საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ. ჩვენ ვამცირებთ ავღანეთში მომსახურე ჩვენი ჯარების რაოდენობას. 19 წელია რაც ამ ქვეყანაში ვართ და პოლიციის როლს ვასრულებთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ომი რამდენიმე დღეში გამარჯვებით დავასრულოთ, მაგრამ, არ გვინდა 10 მილიონამდე ადამიანის დაღუპვა. მე არ ვსაუბრობ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არამედ მე ვლაპარაკობ მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე”, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ იმედი აქვს, თალიბებთან წარმოებულ სამშვიდობო პროცესში მათ პაკისტანიც დაეხმარებათ. მისივე თქმით მათ დაიწყეს სირიაში მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებაც, რადგან, ფაქტიურად დეაში უკვე განადგურებულია. “ახლა სირიაში 2500 DEAŞ-ის ბოევიკია პატიმარი. მათ ან ევროპა უკან დაიბრუნებს, ანდა სხვა ვინმე”, აღნიშნა ტრამპმა. იგი შეეხო რუსეთის საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებიდან (INF) გასვლასაც და თქვა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალი ბირთვული პაქტის დადების შესახებ, რაც ძალიან კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვისაც
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა