როდის გახდება „საუკუნის შეთანხმების“ გეგმა ცნობილი?
როდის გახდება „საუკუნის შეთანხმების“ გეგმა ცნობილი?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით „იპოვნეთ გამოსავალი“ სახელწოდების ე.წ. „საუკუნის შეთანხმების“ გეგმა თუ როდის გასაჯაროვდება, მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. ისრაელის ტელეარხ 13-ის მიერ ისრაელის და ამერიკის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ე.წ. „საუკუნის შეთანხმების“ გეგმას ისრაელში 17 სექტემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თუ მას შემდეგ გაასაჯაროებს, მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. ტელეარხ 13-ტან ინტერვიუს მიმცემი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საუკუნის შეთანხმებასთან დაკავშირებით ამჟამად რაიმე სახის სამიტი არ არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯერარდ კუშნერი, ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებში იგი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში. ამჟამად ისრაელში მყოფი კუშნერი მაროკოს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს და გაერთიანებულ არაბულ საემიროებს ეწვევა.
მსგავსი ინფორმაციები

განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით
განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით