იემენში სამხედრო აღლუმზე აფეთქებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

იემენში სამხედრო აღლუმზე აფეთქებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

1246272
იემენში სამხედრო აღლუმზე აფეთქებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

იემენის სამხრეთით მდებარე  ქალაქ,  ადენში სამხედრო აღლუმზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით  სულ მცირე 25  ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა. თავდასხმა ამბოხებულმა ჰუსიტებმა  სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს განახორციელეს. დაღუპულებს შორის არის სამხედრო მაღალჩინოსანი. მეორეს მხრივ ამავე ქალაქში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით 10  სამხედრო დაიღუპა, 16 კი დაშავდა მათ შორის 2-ის მდგომარება მძიმეა. უსაფრთხოების და ჯანდაცვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით,  დაშავებულები,  ექიმები საზღვრებს გარეშე ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფ სავადმყოფოში გადაიყვანეს. იემენის ოფიციალური მთავრობის მხრიდან კი საკითხთან დაკავშირებით ოფოციალური განცხადება ამ დროისათვის ჯერ არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #აღლუმი , #ადენი , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები