მორიგი ბუნტი ციხეში

დაიღუპა 52 პატიმარი

1244613
მორიგი ბუნტი ციხეში

 

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფარას პროვინციის ალტამირას ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად 52 პატიმარი დაიღუპა. ეროვნული მედიის ცნობით, აჯანყება, რომელიც გუშინ დილით დაიწყო და მთელი 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაიწყო ორ მეტოქე მაფიურ დაჯგუფებას შორის წარმოქმნილი ხელჩართული ჩხუბის შედეგად და ამ დროს პატიმრებმა ციხის ერთი ნაწილიც გადაწვეს. ამავე ცნობით, ორი ციხის ზედამხედველი, რომლებიც მეამბოხეებმა დილით მძევლად აიყვანეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს. მაისში, ამაზონას პროვინციის ქალაქ მანაუსის 4 სხვადასხვა ციხეში ზედიზედ წარმოქმნილ არეულობას  57 პატიმარი ემსხვერპლა. ბრაზილიის ციხეებში დღეს 700 ათასამდე პატიმარია და მსჯავრდადებულთა რაოდენობით ეს ქვეყანა მთელს მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას



მსგავსი ინფორმაციები