პალესტინამ ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერა

პალესტინამ ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერა

1242812
პალესტინამ ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერა

პალესტინამ ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერა.

პალესტინის სახელმწიფოს მეთაურმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერეს.  

აბასმა, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა.  

სახელმწიფოს მეთაურის აბასის განცხადებით, ისრაელთან დადებული ყველა შეთანხმება შეაჩერეს და ამ გადაწყვეტილების ამოქმედებისათვის მექანიზმი შეიქმნება.   

აბასმა საერთაშორისო საზოგადოებას „ისრაელის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმის სურ ბაჰირის რეგიონში მდებარე ვადი ალ-ჰუმუსის უბანში ნგრევების შეჩერების თაოსნობით პალესტინის ტერიტორიაზე დარღვევების შესაჩერებლად მოქმედების დაწყებისაკენ მოუწოდა.“

„მანამდე სანამ ჩვენ ხალხს თავისი უფლებები არ მიენიჭება რეგიონსა და მსოფლიოში არც მშვიდობა, არც უსაფრთხოება და არც სტაბილურობა იქნება. დრო რომც გაგრძელდეს ან შემცირდეს საშინელი ოკუპანტი ქვეყანა ჩამოინგრევა და ჩვენი ძველი სახელმწიფო დამოუკიდებლობას მოიპოვებს.“-განაცხადა აბასმა.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის პალესტინის ცენტრალურმა საბჭომ, 2018 წლის ოქტომბერში 30-ე მოწვევის შეხვედრაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე „ისრაელის აღიარების“ გადაწყვტილება შეაჩერა.  


საკვანძო სიტყვები: #შეთანხმება , #ისრაელი , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები