მექსიკაში ერთ-ერთი სახლის ბაღში 21 ადამიანის ცხედარი აღმოჩინეს
მექსიკაში ერთ-ერთი სახლის ბაღში 21 ადამიანის ცხედარი აღმოჩინეს
1242417

მექსიკის დასავლეთში მდებარე, ხალისკოს შტატში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბაღში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 21 ადამიანის ცხედარია დამარხული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მექსიკაში მიდინარე წლის აპრილის თვეში მსგავსი სამარხები ხალისკოს და სონორას შტატებში ერთ დროულად აღმოაჩინეს, რომლებშიც 45 ადამიანის ცხედარი იყო დამარხული. ოფიციალური მონაცემებით, მექსიკაში 2019 წლის პირველ ნახევარში 17 ათას 608 ადამიანი კრიმინალების მიერ იქნენ მოკლული.