ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა

1242414
ჩრდილოეთ კორეამ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვონსონიდან  დღეს დილით ადგილობრივი დროით 05:34 და  05:57 საათებზე ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა. უცნობია, ესწრებოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაკეტების გაშვებას. სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკითხის  დეტალურად შესწავლისთვის შესაბამისი სამუშაოები დაიწყეს. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანის ეს ქმედება, აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ,  კიმ ჩენ ინის შორის ბირთვული განიარაღების პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.



მსგავსი ინფორმაციები