სამხრეთ კორეამ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

სამხრეთ კორეის განცხადებით, მისი საჰაერო სივრცის დამრღვევ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაიხსნეს

1240861
სამხრეთ კორეამ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

სამხრეთ კორეის განცხადებით, მისი საჰაერო სივრცის დამრღვევ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაიხსნეს.

„იონჰაპ“-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში (KADIZ) შევიდა.

სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ თვითმფრინავებიდან ერთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო გამაფრთხილებელი ცეცხლი იქნა გახსნილი და საჰაერო თავდაცვის ზონაში ასევე ორი ჩინური საბრძოლო თვითმფრინავიც შევიდა.

განცხადების მიხედვით ჩინეთისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების გამო კორეა ოფიციალურად იჩივლებს.

სამხრეთ კორეელი უფლებამოსილის თქმით, ჯერ-ჯერობით არ დაუდგენიათ რუსეთისა და ჩინეთის თვითმფრინავები საჰაერო თავდაცვის ზონაში განზრახ შევიდნენ  თუ არა.



მსგავსი ინფორმაციები