ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევა დაიწყო

ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევა დაიწყო

1240131
ისრაელმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევა დაიწყო

ისრაელის ძალებმა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, გამყოფ კედელთან სიახლოვის გამო პალესტინელების საცხოვრებელი სახლების დანგრევა დაიწყო. ადგილობრივი წყაროების  ინფორმაციით, ისრაელის ბულდოზერები ასობით პოლიციელის თანხლებით, პალესტინურ დასახლება,  ალ-ჰუმუსში დილის საათებში შევიდნენ. მათივე ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია ძალდატანებით განახორციელა  და შემდეგ სახლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა. ხსენებულ ტერიტორიაზე პალესტინელების სახლების დანგრევის განაჩენი, გამყოფი კედლის სიახლოვის გამო,  ისრაელის უზენაესმა სასამართლომ  გასულ თვეში გამოიტანა.



მსგავსი ინფორმაციები