ევროპული სახელმწიფოები ირანს მოუწოდებენ დაუყონებლივ გაათავისუფლოს ბრიტანული ნავთობტანკერი
ევროპული სახელმწიფოები ირანს მოუწოდებენ დაუყონებლივ გაათავისუფლოს ბრიტანული ნავთობტანკერი
ევროკავშირი და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოები ირანს, ჰორმუზის სრუტეში დაკავებული ინგლისური ნავთობტანკერის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის კომისიის პრესცენტრმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი რეგიონში სიტუაციას უფრო გაამწვავებს, ამიტომ, ირანს ბრიტანული ნავთობტანკერის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ირანის მხრიდან ინგლისური ნავთობტანკერის დაკავება დაგმეს გერმანიამ, ჰოლანდიამ და ესპანეთმაც. შეგახსენებთ, რომ ირანის მხრიდან ინგლისური ნავთობტანკერის დაკავების ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც 4 ივლისს ირანული Grace 1 გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. Grace 1-ის დაკავება აშშ-ს მოთხოვნა იყო, რადგან ევროკავშირის სანქციების მიუხედავად ნავთობი სირიაში გადაჰქონდა. მას შემდეგ კი ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი 19 ივლისს დააკავა.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა