ქაბულის უნივერსიტეტის ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ქაბულის უნივერსიტეტის ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაიჭრა

1238964
ქაბულის უნივერსიტეტის ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ქაბულის უნივერსიტეტის ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაიჭრა.  

"Tolo News"-ის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ზოგიერთი სტუდენტი გამოცდაზე გასვლას კამპუსის გარეთ ელოდა.

თვითმხილველების ცნობით, უნივერსიტეტთან მომხდარი აფეთქების შემდეგ ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.  

ქაბულის პოლიციაში გაკეთებული განცხადების თანახმად, აფეთქება რეგიონში დამონტაჟებული მაგნიტური ხელნაკეთი ასაფეთქებლით მოხდა.  

შესაძლოა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #უნივერსიტეტი , #ქაბული

მსგავსი ინფორმაციები