ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩია

1237051
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩია.  

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში შეკრებილმა ევროპარლამენტმა 383 ხმით 327-ის წინააღმდეგ ფონ დერ ლეიენი აირჩია. 22-მა პარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე რეკომენდაცია ურსულა ფონ დერ ლეიენს გაუწიეს.

ლეიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

43 წლის ასაკში პოლიტიკაში ჩართული და გერმანიის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი ლეიენი ამ მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

ბელგიაში დაბადებული და 13 წლის ასაკში გერმანიაში საცხოვრებლად გადასული 61 წლის ლეიენი, კანცლერის ანგელა მერკლეის პარტიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრია.

პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირი კი ევროპარლამენტის პირველი პოლიტიკური ჯგუფის ევროპის ხალხთა პარტიის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ლეიენის წინააღმდეგ, რომელიც „ევროპის არმიის“ შექმნის მოწოდებას აკეთებს, დაწყებულია მოკვლევა იმ მოტივით, რომ მის ოფისში დასაქმებულია მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს პერსონალი არ არიან.  

ჰანოვერის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, 7 შვილის დედა ლეიენი გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს ფლობს.

ევროკავშირის სტრუქტურაში როგორც საკანონმდებლო პროცესის დამწყები, ამასთანავე როგორც კავშირის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციის, ბიუჯეტის და პროგრამების აღსრულებისა და ადმინისტრაციული კონტროლის ორგანო, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

კომისია, კომისრებთან ერთად ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან შემდგარ 25 ათას კაციან ადმინისტრაციულ ორგანიზაციასაც მოიცავს.  

ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს, ლუქსემბურგელ ჟან კლოდ იუნკერს მოვალეობის შესრულების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება.

ლეიენი მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ 1 ნოემბერს შეუდგება.



მსგავსი ინფორმაციები