აშშ-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზა მისცა

აშშ-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზა მისცა

1235699
აშშ-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზა მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯევად  ზარიფს ნიუ-იორკში, გაეროს შეხვედრაზე დასასწრებად ვიზა მისცა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯევად ზარიფის გაეროს შეხვედრაზე დასწრების ვიზა თვით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასცა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზის გაცემის მიზეზი, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული თვის დასაწყისში ირანის სულიერ ლიდერ ალი ხამანეის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. მიზეზად,  ირანის მხრიდან ჰორმუზგანის  პროვინციაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დასახელდა. ამ მოვლენების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა  კიდევ უფრო დაიძაბა.



მსგავსი ინფორმაციები