იემენში 20 ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

იემენში 20 ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

1235382
იემენში 20 ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

იემენის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ, მარიბიში მთავრობის ძალებსა და ჰუსიტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 20 ჰუსიტი მეამბოხე მოკლულ იქნა. იემენის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ „26sepnews“-ის  საინფორმაციო საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსიტი მეამბოხეები ქალაქ,  მარიბაში მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ზონებში  შეღწევას ცდილობდნენ, რის შედეგადაც შეტაკება მოხდა რა, 20 ჰუსიტი მეამბოხე იქნა მოკლული. მომხდარი შეტაკების შედეგად მთავრობის წარმომადგენლებში რაიმე სახის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე ჰუსიტების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით, ამ დროისათვის  არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. შეგახსენებთ, რომ ჰუსიტებს 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, დედაქალაქ სანას ჩათვლით რამდენიმე რეგიონზე კონტროლი აქვთ დამყარებული. საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია კი 2015 წლის მარტის თვიდან ჰუსიტების წინააღმდეგ იემენის მთავრობას უჭერს მხარს და პერიოდულად მათ სამიზნეებს ბომბავს.



მსგავსი ინფორმაციები