თვითმკვლელური ტერაქტი ქორწილში

დაიღუპა 6, დაიჭრა 40 კაცი

1234759
თვითმკვლელური ტერაქტი ქორწილში


ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის გუბერნატორის პრესმდივანმა ატაულაჰ ჰოგიანმა განაცხადა, რომ ფაჩირაგამის ტომის ლიდერის, მალიქ ტურის ძმისშვილის ქორწილში თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 40-მდე კი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, თვითმკვლელური აფეთქება მოაწყო არასრულწლოვანმა ბავშვმა, რომელმაც ტანზე მიმაგრებული ბომბი, ქორწილში შესვლის შემდეგ აიფეთქა. ჰოგიანის განცხადებითვე, ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერ ჯერობით არავის აუღია



მსგავსი ინფორმაციები