მკვლელობებს ხუთჯერ უფრო მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიდრე ომებს

ამას ადასტურებს გაეროს ანგარიში

1232736
მკვლელობებს ხუთჯერ უფრო მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიდრე ომებს

 

მკვლელობებს ხუთჯერ უფრო მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიდრე ომებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ნარკოტიკებისა და დანაშაულის შესახებ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2017 წელს 464 ათასი ადამიანი მკვლელობის დანაშაულის შედეგადა დაიღუპა, როცა იმავე წელს 89 ათასი ადამიანი  ომებში და შეტაკებებში დაიღუპა და აქედან 26,000 ადამიანი  ტერორისტული აქტების შედეგად. ე.ი. ამ ანგარიშით, მთელს მსოფლიოში მკვლელობებს ხუთჯერ უფრო მეტი კაცი ემსხვერპლა, ვიდრე შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ომებს. ამავე ანგარიშით, მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცენტრალურ ამერიკაში დაფიქსირდა, სადაც ორგანიზებულ დანაშაულებს და ძალადობრივი დაჯგუფებების ბრძოლებს 100 ათასი ადამიანიდან 62 ემსხვერპლა, ხოლო მკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი აზიაში, ევროპასა და ცენტრალურ და სამხრეთ წყნარ ოკეანეში დაფიქსირდა. გაეროს ამავე ანგარიშით, ოჯახში ძალადობის შედეგად დაღუპულ ქალთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა და ქალთა მკვლელობების 58%, სწორედ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მოხდა



მსგავსი ინფორმაციები