ლიბიაში ჰალიფე ჰაფტერის ძალებზე იერიში მიიტანეს
ლიბიაში ჰალიფე ჰაფტერის ძალებზე იერიში მიიტანეს
ლიბიის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული შერიგების მთავრობამ განაცხადა, რომ დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთში არსებულ, გადამდგარი გენერლის ჰალიფე ჰაფტერის ძალების ახალ საცეცხლე წერტილებზე იერში მიიტანეს.
ეროვნული შერიგების მთავრობის მიერ ჰაფტერის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის პრესსპიკერმა მუსტაფა ელ მეჯიმ აღნიშნა, რომ ტრიპოლის ძველი აეროპორტის ღერძებიდან ალ აჰია ალ ბერიეზე, ეს სებიასა და ელ კაზირმაზე ოპერაციები განხორციელდა.
მეჯის თქმით, ამ ღერძებზე შეტაკებები გრძელდება და კონტროლის დამყარების შემთხვევაში ტრიპოლის ძველ აეროპორტსაც აიღებენ.
გადამდგარი გენერალი ჰალიფე ჰაფტერი, ლიბიის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე მმართველობის, ეროვნული შერიგების მთავრობის წინააღმდეგ 4 აპრილს დაწყებული სამხედრო ოპერაციით დედაქალაქ ტრიპოლის აღებას ცდილობს.