თავდასხმა სადაზვერვო სამმართველოს შენობაზე
დაიღუპა12, დაიჭრა 49 ადამიანი
ავღანეთის ღაზნეს პროვინციაში ეროვნული სადაზვერვო სამმართველოს შენობაზე თავდასხმა განხორციელდა ბომბიანი ავტომანქანით, რის შედეგადაც პირველადი წყაროებით 12 ადამიანი დაიღუპა და 179 დაშავდა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან, ამასთან ერთად მატერიალური ზიანი მიეყენა ახლომდებარე ავტომანქანებს და ნაგებობებს, მათ შორის 3 სკოლას. ღაზნეს სახელმწიფო საავადმყოფოდან გავრცელებული ინფორმაციებით, დაჭრილთა უმრავლესობას სამოქალაქო პირები წარმოადგენენ. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო განაცხადა თავდასხმაში. პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ თავდასხმა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა აშშ-ის მაღალჩინოსნები, კატარის დედაქალაქ დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ თალიბანის წარმომადგენლებთან