ნიკოლას მადურო ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიალოგისკენ მოუწოდებს

გუაიდო კი მოსახლეობას მადუროს  წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ამხედრებისკენაც  მოუწოდებს

1231239
ნიკოლას მადურო ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიალოგისკენ მოუწოდებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიალოგისკენ მოუწოდა. უკვე თვეებია პოლიტიკური კრიზის წინაშე მყოფ ვენესუელაში, დამოუკიდებლობის დღისადმი დედაქალაქ კარაკასში გამართულ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ნიკოლას მადურომ, ხუან გუაიდოს მეთაურობით ჩამოუყალიბებლ ოპოზიციას  კიდევ ერთხელ დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა მხარე გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს, რათა საბოლოო ჯამში შეთანხმებას მიაღწიონ. „ყოველგვარი გადატრიალების მცდელობის, ძალადობის, ემბარგოს და სხვა უარყოფითი ქმედებების მიუხედავად, ხელს გიწოდებთ, რათა მშვიდობა დავამყაროთ,“ განმაცხადა ნიკოლას მადურომ.

მეორეს მხრივ  კარაკასში,  გეროს განვითარების ოფისთან შეკრებილმა  ხუან გუაიდოს მეთაურობით ჩამოყალიბებულმა ოპოზიციამ პარალელური დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.   აქ სიტყვით გამოსვლისას გუაიდომ,  მადუროს მოუწოდა, რომ გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული სამხედროები  გათავისუფლოს. მან ასევე  მოსახლეობას მადუროს  წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ამხედრებისკენაც  მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები