მორიგი ძლიერი მიწისძვრა კალიფორნიაში

მორიგი ძლიერი მიწისძვრა კალიფორნიაში

1231161
მორიგი ძლიერი მიწისძვრა კალიფორნიაში

ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მერე მიწისძვრა  უდაბნოს რეგიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, 17  კილომეტრის დაშორებით იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კალიფორნიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიწისძვრის შემდეგ 1400-ზე მერტი დამატებითი ბიძგები დაფიქსირდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში ცალკეულ დასახლებებს ელექტროენერგია,  გაზი და  წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი მედია, ძლიერი ბიძგების შედეგად შენობების დაზიანების შესახებაც იუწყება. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ რიჯკრესტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კალიფორნიის  ამავე რეგიონში ძლიერი მიწისძვრა 4 ივლისსაც მოხდა, რომლის სიმძლავრეც  6,4 მაგნიტუდას შეადგენდა.



მსგავსი ინფორმაციები