მეამბოხე გენერლის თვითმფრინავებმა მიგრანტთა თავშესაფარი მეორედ დაბომბეს

დაიღუპა 44-ზე მეტი არალეგალი, დაიჭრა 130

1229635
მეამბოხე გენერლის თვითმფრინავებმა მიგრანტთა თავშესაფარი მეორედ დაბომბეს

 

ლიბიაში, მეამბოხე გენერლის, ჰაფთერის შეიარაღებული ფორმირების კუთვნილმა გამანადგურებლებმა, ამ ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთში, ტაკურას რეგიონში მდებარე არარეგულარული მიგრანტების თავშესაფარი მეორედ დაბომბეს და ორივე საჰაერო  თავდასხმის შედეგად, 44-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ეს ინფორმაცია დადასტურებულ იქნა ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც და მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ ტაკურას თავშესაფარში ძირითადად, ცენტრალური აფრიკის, ეგვიპტის და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან გამოქცეული 600-მდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. ლიბიის  სპეციალურმა წარმომადგენელმა გაეროში გასსან სელამემ, გავრცელებულ განცხადებაში მოითხოვა, გამოავლინონ და  სასტიკად დასაჯონ მეამბოხე გენერლისათვის იარაღის მიმცემნი და დაბომბვის ბრძანების გამცემნი



მსგავსი ინფორმაციები