ჰაფთერის თვითმფრინავებმა მიგრანტთა თავშესაფარი დაბომბეს

დაიღუპა 30-ზე მეტი არალეგალი

1229265
ჰაფთერის თვითმფრინავებმა მიგრანტთა თავშესაფარი დაბომბეს

 

ლიბიაში, მეამბოხე გენერლის, ჰაფთერის შეიარაღებული ფორმირების კუთვნილმა გამანადგურებლებმა, ამ ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთში, ტაკურას რეგიონში მდებარე არარეგულარული მიგრანტების თავშესაფარი დაბომბეს და ამ საჰაერო  თავდასხმის შედეგად, პირველადი ცნობებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ეს ინფორმაცია დადასტურებულ იქნა ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც და მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ ტაკურას თავშესაფარში ძირითადად, ცენტრალური აფრიკის, ეგვიპტის და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან გამოქცეული არალეგალი მიგრანტები ცხოვრობენ



მსგავსი ინფორმაციები