ევროპარლამენტს ახალი თავჯდომარე ჰყავს
ევროპარლამენტს ახალი თავჯდომარე ჰყავს
1229552
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კავშირის ახალ თავჯდომარედ, იტალიელი ყოფილი ჟურნალისტი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს. კენჭისყრაში ოთხი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. დევიდ-მარია სასოლის პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მან, 345 ხმა მიიღო. ევროპარლამენტში თავჯდომარის კანდიდატებს კენჭი დღეს უყარეს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კენჭისყრის ორი რაუნდი გახდა საჭირო. პირველ რაუნდშიც დევიდ-მარია სასოლი ლიდერობდა. გამარჯვებული კანდიდატი ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.