ავსტრიაში ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევა იკრძალება

კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1  ნოემბერს შევა

1229099
ავსტრიაში ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევა იკრძალება

ავსტრიის პარლამენტმა ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის საკანონმდებლო ორგანომ კანონი რამდენიმეწლიანი განხილვების შემდეგ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტში მყოფი ხუთი პარტიიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. ერთადერთი პარტია, რომელიც აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, ავსტრიის ეროვნული პარტია იყო.  კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1  ნოემბერს შევა და ის ჩილიმსა და ელექტრო სიგარეტებზეც გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს კანონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები