ნავალნის 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციამ ოპოზიციური სამაუწყებლო ორგანოებიდან 200-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა

1228591
ნავალნის 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელს ალექსეი ნავალნის, ოპოზიციონერი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსკოვში ხოროშევსკის სასამართლოში გამართულ პროცესზე ნავალნი დამნაშავედ სცენს საინფორმაციო პორტალ „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავების გასაპროტესტებლად გამართულ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობაში.

მსგავსი დანაშაულის განმეორებით ჩადენის გამო ნავალნის 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსკოვში გასულ თვეში დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი ივან გოლუნოვის მხარდასაჭერ არასანქცირებულ აქციაზე პოლიციამ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან ერთად Reuters-ის, Der Spiegel-ის და ოპოზიციური სამაუწყებლო ორგანოებიდან 200-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.


საკვანძო სიტყვები: #აქცია , #ნავალნი , #ოპოზიცია , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები