ისრაელ კაცი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა

ისრაელ კაცი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა

1228945
ისრაელ კაცი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი, გაეროს მიერ ორგანიზებულ გარემოსდაცვითს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დიპლომატიური ურთიერთობების არ მქონე, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელ კაცი დედაქალაქ აბუ დაბიში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, ირანის რეგიონზე ზეგავლენა და ორმხრივი ურთიერთობები იქნა განხილული.  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბუ დაბიში ასევე გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესსაც შეხვდა. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის შემფასებელმა ისრაელელ დიპლომატმა  განაცხადა, რომ მისი ეს ვიზიტი ისრაელის და რეგიონის ქვეყნების ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია. მაშინ როდესაც ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, თელავივის სხვა  წარმომადგენლებს ამ  ქვეყანაში ადრეც მისცენ შესვლის უფლება.  



მსგავსი ინფორმაციები