ტრამპი ჩინელ კოლეგას შეხვდა
"აშშ-ჩინეთს შორის დიალოგი უფრო უკეთესია, ვიდრე დაპირისპირება“
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთთან სამართლიანი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება, ეს იქნება ისტორიული საქმე. იაპონიაში მიმდინარე G-20 სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთის პრეზიდენტ ში ძიაპინგთან პირისპირი შეხვედრა გამართა და შეაქო რა ჩინელ კოლეგასთან ურთიერთობა, თქვა, რომ 2017 წელს ამ ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტი, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საგანგებო სტუმრობას წარმოადგენს. "აშშ-ჩინეთის თანამშრომლობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე უთანხმოება, დიალოგი უფრო უკეთესია, ვიდრე დაპირისპირება. სინამდვილეში ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, მაგრამ, რაღაც მოხდა და ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა, ახლა კვლავ დაახლოება დავიწყეთ. ჩვენ ღია ვართ სამართლიანი ვაჭრობის გარიგებისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლაც დიდებული საქმეების გაგრძელება", განაცხადა ტრამპმა. როგორც ცნობილია, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის საბაჟო გადასახადების გაზრდის ბრძოლა დაიწყო, რომელმაც გასულ წელს ზენიტს მიაღწია და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულება გამოიწვია