დიდ ოციანთა სამიტი ოსაკაში დასრულდა

ლიდერებმა საბოლოო დეკლარაცია გამოაქვეყნეს

1227295
დიდ ოციანთა სამიტი ოსაკაში დასრულდა

 

იაპონიაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა G20 სამიტი, რომელმაც დღეს მუშაობა, 43 მუხლის შემცველი საბოლოო დეკლარაციის გამოქვეყნებით დაასრულა და მასში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო "თავისუფალ" და "სამართლიან“ გლობალური სავაჭრო პოლიტიკას საჭიროებს. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა დაბალი იყო, ხოლო სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გაზრდამ რისკების ზრდაც გამოიწვია. დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი აშშ-ს, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო დავების შედეგების შესახებ, თუმცა, ელექტრონული კომერციის, ინტელექტუალური ტვინისა და ინტერნეტის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების შემდგომი შესწავლის გაღრმავებაზე  ყურადღება გაამახვილეს. დეკლარაციაში აღინიშნა, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების რისკები კვლავაც შეფასდება და ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგმება. “ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თავისუფალი, სამართლიანი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და სტაბილური ვაჭრობა, ხოლო ამის პარალელურად საინვესტიციო გარემო და  ბაზრები შევინარჩუნოთ“, აღნიშნულია დეკლარაციაში



მსგავსი ინფორმაციები