ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გახდა
მევლუთ ჩავუშოღლუმ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის მიულოცა
1226307
ევროსაბჭოს, რომლის წევრიც თურქეთიც გახლავთ, ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრის დროს უმრავლესობამ ხორვატიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს დაუჭირა მხარი. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კონკურენტი ბელგიის ვიცე-პრემიერი დიდიე რეინდერსი იყო. 2009 წლიდან მოყოლებული ამ თანამდებობას ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდი იკავებდა. მეორეს მხრივ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის ამ თანამდებობაზე არჩევა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ, Twitter-ში გავრცელებული მესიჯით მიულოცა და წარმატებები უსურვა.