ავიაკატასტროფა რუსეთში მსხვერპლით დასრულდა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

1225922
ავიაკატასტროფა რუსეთში მსხვერპლით დასრულდა

რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ,   ბურიატეთის რესპუბლიკაში, ავიაკატასტროფა მოხდა. An-24-ის ტიპის  სამგზავრო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ავარიული დაშვების შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, 22 ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ნიჟნეანგრასკიდან დედაქალაქ ულან-უდეში უნდა გაფრენილიყო, თუმცა აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე წამში ერთ-ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, რის შემდეგაც პილოტებმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ინციდენტის დროს  თვითმფრინავში სულ 40 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები