ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

თალიბანებმა თავდასხმა პომპეოს ვიზიტს დაამთხვიეს

1225205
ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

 

ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს ფარგლებში მომსახურე ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთში განლაგებული ნატო-ს სარდლობიდან გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამია იმის შესახებ თუ ეს ჯარისკაცები როდის, სად და რა გარემოებაში დაიღუპნენ და არც მათი ვინაობის შესახებ იძლევიან რაიმე ინფორმაციას. თალიბანის განცხადებით კი, მათ მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას მაიდან ვარდაქის პროვინციის საიდ აბადის რაიონში, ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, გუშინ საღამოს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ქაბულს და ქვეყნის პრეზიდენტ აშრან განის შეხვდა. მისი თქმით, თალიბანებთან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები წინსვლა იგრძნობა და შეიძლება 3 თვის განმავლობაში შეთანხმებასაც მიაღწიონ. ნატო-ს ფარგლებში ავღანეთში, დღესდღეობით 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს



მსგავსი ინფორმაციები