ხანძარი სამხედრო არსენალში

დაიღუპა 2, დაიჭრა 89 კაცი

1224515
ხანძარი სამხედრო არსენალში

 

ყაზახეთის თურქესტანის პროვინციაში, სამხედრო არსენალში გუშინ წარმოქმნილი ხანძრისა და აფეთქებების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 89 დაშავდა. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქესტანის პროვინციაში შემავალ ქალაქ არსენის სამხედრო საწყობში, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით ჯერ ხანძარი წარმოიშვა, შემდეგ კი მას აფეთქებებიც მოჰყვა, რის შედეგადაც 2 კაცი დაიღუპა, 89 დაიჭრა და მათ შორის 18 ბავშვია. მიღებული ცნობებით, შემთხვევის ადგილს ეწვია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი კასიმ ჯომერტ ტოქაევი და ჯერ დაჭრილები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მიიღო, შემდეგ კი გადამწვარ სამხედრო საწყობს ეწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი არსენალში გუშინ, ადგილობრივი დროით 09.00 საათზე დაიწყო და ხელისუფლებამ საწყობის მახლობლად მცხოვრები 39 ათასამდე კაცის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა. ამავე ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა ხანძრისა და აფეთქებების მიზეზების დასადგენად. ზოგიერთი ინფორმაციებით დეპოში არსებული საბრძოლო მასალის დაახლოებით ნახევარი განადგურდა



მსგავსი ინფორმაციები