მაკრონს არ აკმაყოფილებს ამერიკელი კოლეგის ევროპული პოზიცია
“ტრამპმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ევროპასთან მიმართებაში"
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, "დააფიქსიროს თავისი ზუსტი პოზიცია ევროპასთან მიმართებაში". New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპისა და ევროკავშირის ურთიერთობაში გაურკვევლობა გრძელდება. “განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ტრამპის პოზიციას ბრექსტის პროცესის მიმართ (ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა), დაინახავთ, რომ ის მხარს უჭერს რთულ და მკაცრ Brexit-ს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ტრამპმა უნდა დააფიქსიროს თავისი საბოლოო პოზიცია ევროპასთან მიმართებაში", ხაზგასმით განაცხადა მაკრონმა. მანვე ქალაქ მარსელში დასრულებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ფორუმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-სა და ირანს შორის შექმნილი დაძაბული მდგომარეობა შეაფასა და თქვა, რომ საფრანგეთი შეშფოთებას გამოთქვამს ამ დაძაბულობის მიმართ და მხარს უჭერს ირანის ბირთვულ შეთანხმებას. "ბოლო კვირების განმავლობაში ეს დაძაბულობა გაიზარდა და ჩვენ ვგმობთ დაძაბულობის ნებისმიერ გამოვლენას ან ესკალაციას, ამიტომაც ვცდილობთ, დიალოგში ჩავრთოთ ორივე მხარე“, აღნიშნა მან. მისივე თქმით, იაპონიის დიდ ოციანთა სამიტზე იგი პირისპირ შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ირანის ბირთვულ პროგრამასაც დაუთმობენ ყურადღებას
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა