ტრამპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმის  გადაფიქრებასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

ტრამპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმის  გადაფიქრებასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

1223043
ტრამპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმის  გადაფიქრებასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანზე საპასუხო თავდასხმა ბოლო წუთზე გადაიფიქრა. ტრამპმა თავისი ეს განცხადება ნაწილობრივ შეცვალა და აღნიშნა, რომ საპასუხო თავდასხმა ბოლომდე არ დაუმტკიცებია. ტრამპმა  ამერიკულ ტელეარხ,  NBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საპასუხო თავდასხმის სამზადისი სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა მაგრამ, ბრძანება ბოლომდე არ დაუმტკიცებია. ინტერვიუს დროს ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა: თუ იყვნენ მზადყოფნაში ამერიკული  გამანადგურებლები თავდასხმისთვის მზად? ასეთი პასუხი გასცა: „არა,   მაგრამ მათ ამის გაკეთება დაუყოვნებლივ შეეძლოთ. ასევე შეიძლება ისე წარმართულიყო საქმე, რომ უკან დახევის შანსი აღარ გვექნებოდა.“ ტრამპმა კიდევე ერთხელ აღნიშნა, რომ სანამ ირანზე საპასუხო თავდასხმის ბრძანებას გასცემდა, მის ირგვლივ მყოფებს ჰკითხა თუ ამ ქმედების შედეგად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო, რაზეც მან პასუხად 150 ადამიანი  მიღო, რის გამოც გადაწყვეტილება შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ დღეს,  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალებმა, ომანის ყურის სანაპიროზე ჰორმუზგანის  პროვინციაში,  აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი Global Hawk-ის ტიპის სტრატეგიული  სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რის შემდეგად ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა,  უფრო გამწვავდა.



მსგავსი ინფორმაციები