სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა

დაიღუპა 39 კაცი

1222941
სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა

 

ინდოეთის ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში გუშინ საღამოს, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ავარია მოხდა ჰიმაჩალ პრადეშის პროვინციის ქულუს დასახლების მახლობლად მდებარე უღელტეხილზე, როცა მძღოლმა მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე და  ღრმა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი შემთხვევის ადგილზე, 14 ადამიანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 21 დაზარალებულის მკურნალობა კი გრძელდება, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ამავე ინფორმაციით, ამ ავარიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა. ადგილობრივი პრესის ცნობით, 42 კაციან ავტობუსში 72 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან ზოგიერთები ავტობუსის სახურავზე მგზავრობდნენ. ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს ყოველწლიურად 150,000 ადამიანი ეწირება



მსგავსი ინფორმაციები