პუტინი მზარდ არის ტრამპთან დიალოგისათვის

შეხვედრა იაპონიაში შესდგება

1222538
პუტინი მზარდ არის ტრამპთან დიალოგისათვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, თუმცა  ამ შეხვედრამ, აშშ-ში დაგეგმილი მომავალი არჩევნების კამპანია შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს. "დიალოგი ყოველთვის კარგია, ყოველთვის არის მასზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, თუ ამერიკაც დაინტერესებულია, მზად ვართ დიალოგისთვის", განაცხადა პუტინმა.  მისივე თქმით, ორ ქვეყანას აქვს ბევრი სასაუბრო, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობის საკითხშიც. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის პუტინს შეხვდება იაპონიაში, ამ თვის ბოლოსათვის დაგეგმილ დიდ ოციანთა სამიტზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი იმავე გასულ კვირას საპასუხო განცხადებაში თქვა: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლოგიკა და საღი აზროვნება გაიმარჯვებს. ვფიქრობ, რომ G20 სამიტის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელ პარტნიორებთანაც, ჩვენ მივაღწევთ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღწევას, ხოლო ამის პარალელურად მომავლისათვის შეიძლება შევქმნათ ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილური პირობებიც“.



მსგავსი ინფორმაციები