პომპეომ მოგერინთან შეხვედრა გამართა

პომპეომ მოგერინთან შეხვედრა გამართა

1221346
პომპეომ მოგერინთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკ პომპეო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინს შეხვდა და პოლიტიკური და სამხედრო საკითხები განიხილა.

ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა ვაშინგტონში ჩატარებულ შეხვედრასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა.

ორტაგუსის თქმით, პომპეომ და მოგერინიმ აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები დეტალურად განიხილეს.

მან ასევე დასძინა, რომ შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს და დაამატა: „შეხვედრაზე ასევე შეეხნენ ისეთ საერთო საკითხებს როგორებიცაა ავღანეთი, ირანი, ლიბია, კუბა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთი, რუსეთი, უკრაინა და ვენესუელა.“



მსგავსი ინფორმაციები