გუტერესი თურქეთს და რუსეთს მოუწოდებს

გუტერესი თურქეთს და რუსეთს მოუწოდებს

1221251
გუტერესი თურქეთს და რუსეთს მოუწოდებს

გაერო-ს  გენერალურ მდივანი ანტონიო გუტერესი,  თურქეთს  და რუსეთს  სირიის იდლიბის რეგიონში  ვითარების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. გუტერესმა, სირიის იდლიბის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც აღნიშნა, რომ რეგიონში მოთამაშეების რიცხვის ზრდასთან ერთად სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, რომლის საფასურსაც ისევ სამოქალაქოები იხდიან. „ასტანის პროცესის გარანტორ  ქვეყნებს და განსაკუთრებით 2018 წლის სექტემბერში სოჭში ხელმოწერილ მორატორიუმის მთავარ ადრესატებს,  რუსეთს  და თურქეთს მოვუწოდებ  სირიის იდლიბის რეგიონში  ვითარების სტაბილიზაციისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ხშირად აღვნიშნავდი, რომ სირიის კრიზისი სამხედრო ჩარევით არ მოგვარდებოდა. ეს ყველაფერი 8 წლის შემდეგ უფრო ნათელი ხდება,“ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.



მსგავსი ინფორმაციები