გაერომ ჯემალ ხაშოგის მკვლელობის დამნაშავე დაასახელა

თურქეთი გაერო-ს ამ გადაწყვეტილებას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

1221323
გაერომ ჯემალ ხაშოგის მკვლელობის დამნაშავე დაასახელა

გაერო-ს გამოძიების თანახმად, არსებობს  მტკიცებულება, იმისა  რომ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტ  ჯამალ ხაშოგიმკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინციმუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდია  პასუხისმგებელი.  გაერო-ს სასამართლოსგარეშე აღსრულების გამომძიებელმა, აგნეს კალამარდმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სასამართლოსგარეშე მკვლელობაა, რომელზეც პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მთავრობას  ეკისრება. მისი მკვლელობა საუდის არაბეთის დიპლომატებმა დაგეგმეს, რის გამოც თურქეთის მთავრობას ბოდიში უნდა მოუხადონ. ასევე, აშშ-მ, ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით,  გამოძიების ფედერალური  ბიუროს  (FBI) გამოძიების ჩატარება უნდა დაავალოს.“   მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით შეფასება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და  გაერო-ს ამ გადაწყვეტილებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი  2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც იგი  სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები