გალიციაში ორი ტერორისტი დააკავეს

მათ მონაწილეობა მიიღეს 30-მდე ტერაქტში

1219769
გალიციაში ორი ტერორისტი დააკავეს

 

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში  მდებარე გალიციის ავტონომიურ ოლქში  მოქმედი ტერ ორგანიზაცია გალიციის წინააღმდეგობის წევრი ორი ხელმძღვანელი დააკავეს. ესპანეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "EFE", ჟანდარმერიის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გალიციის ქალაქ ვიგოში, განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ხსენებული ტერ ორგანიზაციის ლიდერებიდან ანტონ გარსია და ასუნსიონ ლოსადა დააკავეს. ამავე ინფორმაციით, ბოლო 13 წლის განმავლობაში გარსია და ლოსადა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ბანკებზე და კომპანიებზე განხორციელებულ 30-მდე ტერაქტში. გალიციის წინააღმდეგობის მოძრაობა მოქმედებას 1970-იანი წლებიდან იწყებს და დღემდე მრავალი პატარ-პატარა ტერაქტები განახორციელა



მსგავსი ინფორმაციები