ტრამპის დაბადების 73-ე წლისთავზე დემონსტრაცია მოეწყო

მასზე ემიგრანტების პოლიტიკა გააპროტესტეს

1218915
ტრამპის დაბადების 73-ე წლისთავზე დემონსტრაცია მოეწყო

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბადების 73-ე წლისთავზე, მექსიკის საზღვარზე ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართული მისი პოლიტიკა, ნიუ-იორკში ჩატარებულ ხალხმრავალ დემონსტრაციაზე გააპროტესტეს. დემონსტრანტები მანჰეტენში მდებარე ტრამპის საერთაშორისო სასტუმროსა და ცათამბჯენის წინ შეიკრიბნენ რა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკანონო იმიგრანტი ბავშვების მშობლებიდან ძალით წართმევა და  დაპატიმრება, ბანერებით გააპროტესტეს. "აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა არის დანაშაული“, “როცა ტრამპი დაბადების დღეს აღნიშნავს, მიგრანტი ბავშვები თავიანთ დაბადების დღეს მშობლებისგან შორს აღნიშნავენ“, “ბავშვებს აპატიმრებენ“, "ბავშვები თავიანთ დაბადების დღეს ციხეებში აღნიშნავენ“, “უარი ბავშვთა დაპატიმრებებს“, აი ასეთი შინაარსის ბანერები ეჭირათ დემონსტრანტებს, ხოლო ზოგიერთებს კი თავიანთი ოჯახებიდან გატაცებული და საპატიმროებში მყოფი ბავშვების სურათები ეჭირათ. მანჰატტანის დემონსტრაციამ ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად ჩაიარა



მსგავსი ინფორმაციები