ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გრძელდება

დაიღუპა 2 ჯარისკაცი

1217165
ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების პრეს სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის თუნჯელის ოლქში მიმდინარე ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში თურქ ძალოვანებს გუშინ საღამოს თავს დაესხნენ ქურთი სეპარატისტები და წარმოქმნილ შეტაკებაში დაიჭრა 4 ჯარისკაცი, რომლებიც სასწრაფო ვერტმფრენებით გადაიყვანეს თუნჯელის სახელმწიფო საავადმყოფოში და აქ ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად, 2 ჯარისკაცის გადარჩენა ვერ შესძლეს და ისინი შეჰიდები გახდნენ, 2 დაჭრილის მკურნალობა კი გრძელდება. ამავე ცნობით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება. ამის პარალელურად ასეთი ოპერაციები ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყშიც გრძელდება და ჰაქურქის რეგიონში მიმდინარე “კლანჭების“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 2 ტერორისტი რა, ამით 27 მაისის აქეთ განეიტრალებულ სეპარატისტთა რაოდენობამ 45 მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები