აქტუალური თემის ანალიზი 24

რუსული რაკეტები თუ ღერძის შეცვლა?

1217350
აქტუალური თემის ანალიზი 24

 

                          

 

ცნობილია, რომ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში წესრიგის დამყარების ხანა დამდგარა და ამ ხანებში შექმნილი წესრიგი გაგრძელებულა ახალ გაურკვევლობამდე, ანდა არეულობამდე. ასე მაგალითად, პირველი გლობალური წესრიგები შეიქმნა ევროპაში, 30 წლიანი ომის დამასრულებელი  ვესტფალიის შეთანხმებით და შემედგ, იალტის კონფერენციის შემდგომი ცივი ომის წესრიგით. 1945 წელს ყირიმის პატარა ქალაქ იალტაში, ე.წ. იალტის კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი იოსებ სტალინი და საფუძველი ჩაუყარეს ცივი ომის პერიოდის წესრიგს, რომელიც ჯერ კიდევ არ შეცვლილა ახალი წესრიგით. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

...

ახალი გლობალური წესრიგის ძიება

როდესაც ვლაპარაკობთ "გლობალურ წესრიგზე“, არ უნდა ვგულისხმობდეთ იმას, თითქოსდა ეს წესრიგი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, კონსენსუსს, თანხმობას და კაცობრიობის საერთო ინტერესს, რადგან, გლობალური მართლმსაჯულების წესრიგი არის ცალკე საკითხი, ცალკე მოთხოვნა და ცალკე საჭიროება. გლობალური წესრიგი არის მექანიზმი, რომლის მოთამაშეები ცნობილია და მხარეებს შორის ნებაყოფლობით ან ძალდატანებით ხდება რაიმე ქმედებების შესახებ შეთანხმებების მიღწევა. ასე რომ, ამ გლობალურ წესრიგში, რომელიც არ ეფუძნება მართლმსაჯულებას და ხშირად ასეც არის, პოზიციები წინასწარ განისაზღვრება რა, აქედან გამომდინარე შედეგების წინასწარ განსაზღვრაც შესაძლებელია......

კაცობრიობა 21-ე საუკუნეში შევიდა ისეთ პერიოდში, როცა ცივი ომი არ დასრულებულა და მის მაგივრად არც ახალი წესრიგი შექმნილა და აქედან გამომდინარე გაურკვევლობა ჯერ კიდევ გრძელდება. ეს ცივი ომი, ნატოსა და ვარშავის პაქტებსა და დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დასრულდა.

დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის ბიპოლარული სამყარო, მისი ყველაზე ზოგადი თვალსაზრისით, ოთხ ფუნდამენტურ ღერძზე სუნთქვას აგრძელებს

ამერიკული ღერძი: ამერიკამ საკუთარი თავი ცენტრში განათავსა და ასე ცდილობს ამერიკული იმპერიის შენარჩუნებას. როცა ამას აკეთებს ამერიკა, წინა წლების მსგავსად, რბილ ძალას ან უნივერსალურ ფასეულობებს კი არ ეყრდნობა, რომელსაც ამერიკულ ოცნებად მიიჩნევდნენ და ასე უფრო მეტ სიმპათიას იძენდნენ, არამედ, ახლა პირდაპირ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესის გამთვალისწინებელ ძალისმიერ  პოლიტიკას ატარებს. ასე რომ, აშშ-ის უკვე პოზიტიური და პროდუქტიული დღის წესრიგით გამოჩენას ელოდებიან გლობალურ კონკურენციაში. ამ კონტექსტში, შეერთებულმა შტატები ყველანაირ წინააღმდეგობას უწევს სხვა კონკურენტებს, რომლებსაც შეუძლიათ მისი ლიდერობის დაჩრდილვა. სწორედ ამავე კონტექსტში, შეერთებული შტატები ადრე თუ გლობალიზაციის ლიდერი იყო, ახლა პირიქით, ანტი-გლობალიზაციის პოლიტიკებს ატარებს

რუსული ღერძი: სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთი ეძებს აღდგენისა და ახლიდან გაძლიერების გზებს. მაგრამ, იმის გამო, რომ რუსეთი არასდროს არ ყოფილა გლობალურ დონეზე მიზიდვის ცენტრი, ამიტომაც, მის აღდგენა-გაძლიერების მცდელობები, ძირითადად სამხედრო სფეროში და კიდევ, ძალისმიერ პოლიტიკაზე მიმდინარეობს.

ჩინური ღერძი: ჩინეთი ძალიან ეფექტურად დაიბადა როგორც ეკონომიკური ძალა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის არც პოლიტიკური, არც სამხედრო ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთამაშეებმა ამერიკის ხელმძღვანელობით, აშკარად გამოაჩინეს თავიანთი სამხედრო და პოლიტიკური ძალა, ჩინეთი კი მხოლოდ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ძალად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს აქვს ძალიან მდგრადი პოლიტიკა, ის მაინც თავს არიდებს პოლიტიკურ პოზიციებს. ასე მაგალითად, მართალია აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს ინდოეთს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩინეთი, ქაშმირის საკითხში ღიად არ იღებს პოზიციას ინდოეთის წინააღმდეგ

საჭიროა სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი ღერძი

მეოთხე ღერძი არის, გლობალური მართლმსაჯულების ღერძი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ჩანს. ზემოაღნიშნული ინტერესების გარდა, არსებობს გლობალური დონის საჭიროებაც და სამართლიანობის ძიებაც. გლობალური მართლმსაჯულების ღერძი აუცილებელია, არა მარტო საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპის ჩატარების,  არამედ სხვა ღერძების ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით,

თურქეთი რეგიონალურ პოლიტიკაში ეყრდნობა პრინციპს,  "მსოფლიო მეტია, ვიდრე ხუთი ქვეყანა", ე.ი. მსოფლიო გაეროს უშიშროების საბჭოზე უფრო დიდია. სწორედ თურქეთი ლიდერობს გლობალური სამართლიანობისათვის მომწოდებელ და გლობალური სამართლიანობის ღერძის მძებნელ სახელმწიფოებს. თუმცა, ეს მოწოდებები ჯერ ჯერობით რჩება როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. მართალია, ანკარასავით ფიქრობს მრავალი სახელმწიფო, მაგრამ, ამ საკითხში არ აქტიურობენ და არც თანამშრომლობენ

რუსული S 400 სისტემის რაკეტების გამო ამერიკა-თურქეთ შორის გაჩენილ კრიზისს უფრო დეტალურად ამ ციკლური პროგრამის მომდევნო ნომერში შევეხებით. აქ უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ეს არ არის მარტო იარაღის გამო კრიზისი, არამედ, ანკარა არ ემორჩილება გლობალურ ლიდერებს და თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, რაც მავან მავანებს არ მოსწონთ და უნდათ ურჩი თურქეთის დასჯა, წერს  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული

 



მსგავსი ინფორმაციები