რუსეთი რიადში ბირთვული ენერგეტიკის ოფისს ხსნის

მოსკოვში საკითხთან დაკავშირებით რუსეთის და საუდის არაბეთის მთავრობებს შორის შეხვედრა გაიმართა

1216140
რუსეთი რიადში ბირთვული ენერგეტიკის ოფისს ხსნის

რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის ორგანიზაცია, Rosatom-იდან გავრცელებული განცხადების მიხედვით,  საუდის არაბეთში, ბირთვული ენერგიის პროექტებში მონაწილეობისთვის ამ ქვეყნის დედაქალაქ რიადში ოფისს ხსნიან. Rosatom-იდან გავრცელებული განცხადებით, მოსკოვში რუსეთის და საუდის არაბეთის მთავრობებს შორის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსეთის სახელით ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი,  ხოლო საუდის არაბეთიდან ენერგეტიკის, მრეწველობისა და მინერალური რესურსების მინისტრი ჰალიდ ალ-ფალიჰი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰალიდ ალ-ფალიჰიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ასაშენებელ პირველ ბირთვულ ელექტროსადგურის ობიექტის  მშენებლობის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიც იქნება მიწვეული. მსოფლიოში ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „როსატომის“ თურქეთის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  42 ბირთვულ ელექტროსადგურების მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.  



მსგავსი ინფორმაციები